სერია A-ს მე-2 ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონია“ 3:0 დაამარცხა, ან ასეც შეიძლება – კვარაცხელიამ „ბოლონია“ დაამარცხა.
ეს ქართველი ფეხბურთელი მორიგი ბენეფისი იყო: გოლი და საგოლე პასი და მშვენიერი შეფასებები. ჩვენიანი ცხადია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
შვილშეძენილი კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო და აქტიურობდა.
42-ე წუთზე მისი თავური ხარიხას მოხვდა, ხოლო ტაიმის კომპენსირებულ დროში ჩინებული პასით – რბილად მაღალი ბურთი ჩააგდო საჯარიმიშო დი ლორენცომ ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში, 75-ე წუთზე, კვარამ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი და კარისკენ დაიძრა, საჯარიმომმდე რომ მივიდა დაარტყა კიდეც და რიკოშეტით ბურთი კარში აღმოჩნდა.
ბუნებრივია მან გოლი ახალშეძენილ ვაჟიშვილს მიუძღვნა.
2 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 3 ქულა მოიპოვა, ხოლო კვარაცხელიამ სეზონში პირველი გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შეფასებებიც შესაბამისია: Flashscore – 8.9, Sofascore – 9.2, Whoscored – 9.8.
ნაპოლი – ბოლონია 3:0
გოლები: 1:0 დი ლორენცო (45+2), 2:0 კვარაცხელია (75), 3:0 სიმეონე (90+4)
31 აგვისტოს „ნაპოლი“ „პარმას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings