in

მამარდამ პენალტი აიღო, მაგრამ რა აზრი აქვს: ვალენსიას დაცვამ ღია კარის დღე მოაწყო

„ვალენსიამ“ ესპანეთს ჩემპიონატი ცუდად დაიწყო. ორიდან ორი წაგება. მართალია პირველი მატჩი „ბარსელონასთან“ ჰქონდა და ამიტომ ის მარცხი დიდ ტრაგედიად არ ითვლება, მაგრამ „სელტასთან“ თამაშის ხარისხია უფრო დამაფიქრებელი (1:3), განსაკუთრებით დაცვის ხაზში. მეტოქე ცენტრიდან იქნებოდა თუ ფლანგებიდან საკმაოდ მარტივად შედიოდა საჯარიმოში და ხიფათსაც ჰქმნიდა. შესაბამისად ძალიან რთული იყო გიორგი მამარდაშვილისთვის გუნდის გადარჩენა.

ჩვენმა მეკარემ (სრულად ითამაშა) პირველი ტაიმის ბოლოს იაგო ასპასს პენალტი აუღო, ბურთი ხელში გააქვავა. მეორე ნახევარში ერთი რთული ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია.
რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, პირველი ბურთი ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაუტანეს, მეორე გოლზე ასპასი პირისპირ დარჩა, მესამე კი ცხრიანში წავიდა და გიორგიმ კი თვალი გააყოლა, ალბათ რეაგირებაც შეიძლებოდა.

ჩვენი მეკარის შეფასებები მაღალი არ არის, განსაკუთრებით Flashscore, რომელმაც მეკარეზე უფრო გადატეხა.
Flashscore.com – 5.6; Sofascore.com – 6.8; Whoscored.com – 6.6.

სელტა – ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 დიეგო ლოპესი (14), მინგესა (23), 2:1 ასპასი (28), 3:1 ბელტრანი (60)
გამოუყენებელი პენალტი: ასპასი (45+5, სელტა)

„ვალენსიას“ ორი ტურის შემდეგ ჯერ ქულა არ აქვს და ბოლო ადგილზეა.
მომდევნო ტურში, 28 აგვისტოს ქართველის გუნდი ბილბაოში ჩადის „ატლეტიკთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუმ პასი ჩაიწერა, კარლსრუემ მოიგო და თანალიდერია

საზონოვმა შესაძლოა ტორინო დატოვოს