in

მომავალ შეხვედრამდე ჩემო საქართველო: ლევანტეს ხავი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

„ლევანტეს“ ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერმა ხავიმ, რომელიც თბილისური საზაფხულო კემპი ერთ-ერთი კოორდინატორი იყო, კლუბის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

„უკვე სახლში დავბრუნდი შთაბეჭდილებებით დახუნძლული. სანამ გონზე მოვალ, მინდა მადლობა გადავუხადო Giorgi Kochorashvili, რომელმაც უზარმაზარი შრომა ჩადო ახალგაზრდების მხარდასაჭერად! იმედი მაქვს ეს მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისია და წინ უფრო დიდი გეგმები გველოდება არა?

ხო და ბოლოს მადლობა ყველა თქვენგანს ვინც ამდენი სიყვარული გამოხატეთ ჩემს მიმართ! მომავალ შეხვედრამდე ჩემო საქართველო!“

სამშობლოში დაბრუნებამდე ჩვენი სტუმარი სამეგრელოსაც ეზიარა და პოსტი ფეისბუქზე დადო.
„ჩქიმ სამეგრელო, ელარჯიც გავწელე… კი ვგავარ ისე მეგრელ ჩაბერებულ კაცს, დები რომ ძალით მოაყვანიებენ ცოლს!“ – დაწერა ხავიმ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიონმა მთელი გუნდი ტრანსფერზე დააყენა

მეკარეების უძვირესი ტრანსფერები: სად იქნება მამარდა