„ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთნხმება შედგა. ინფორმაციას ისევ ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი მონაცემებით, „ვალენსია“ 35 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, მომავალი ტრანსფერიდან კიდევ 10% ერგება.
გასარკვევი დარჩა მხოლოდ მცირედი დეტალები თანხის გადახდის პირობებთან დაკავშირებით.
შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით „ვალენსიაში“ გაატარებს, „ლივერპულს“ კი 2025 წლიდან შეუერთება.
4.5 მილიონი ევრო წლიური ანაზღაურება და 5-წლიანი კონტრაქტი – ასეთია ფეხბურთელის და „ლივერპულის“ შეთანხმება.
GIPHY App Key not set. Please check settings