ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერების რეიტინგის სათავეში უსმან დემბელე მოექცა.
ფრანგი გარემარბი, რომელმაც „ბარსელონასთან“ 2017 წელს მოაწერა ხელი, Goal-ის ცუდი გარიგებების სათავეშია.
ჯამში „ბარსელონას“ საკმაოდ ბევრი წარუმატებელი ტრანსფერი მოუგროვდა.
სიაში შეიყვანეს:
- უსმან დემბელე – 2017 წელს დორტმუნდის „ბორუსიიდან“ „ბარსელონაში“ 112 მილიონ დოლარად.
- ედენ აზარი – „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“ 2019 წელს 111 მილიონ დოლარად.
- ფილიპე კოუტინიო – 2018 წელს „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ 130 მილიონ დოლარად.
- პოლ პოგბა – „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წელს 117 მილიონ დოლარად.
- რომელუ ლუკაკუ – „ინტერიდან“ „ჩელსიში“ 2021 წელს 119 მილიონ დოლარად.
- ჟოაო ფელიქსი – „ბენფიკადან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ 2019 წელს 135 მილიონ დოლარად.
- ნიკოლას პეპე – „ლილიდან“ „არსენალში“ 2019 წელს 104 მილიონ დოლარად.
- ჰარი მაგუაირი – „ლესტერიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2019 წელს 100 მილიონ დოლარად.
- ანტუან გრიზმანი – მადრიდის „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ 2019 წელს 107 მილიონ დოლარად.
- ალვარო მორატა – მადრიდის „რეალიდან“ „ჩელსიში“ 2017 წელს 75 მილიონ დოლარად.
- რომელუ ლუკაკუ – „ევერტონიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2017 წელს 94 მილიონ დოლარად.
- კეპა არიზაბალაგა – ბილბაოს „ატლეტიკიდან“ „ჩელსიში“ 2018 წელს 94 მილიონ დოლარად.
- ნეიმარი – ბარსელონადან პსჟ-ში 2017 წელს 242 მილიონ დოლარად.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 2009 წელს „ინტერიდან“ „ბარსელონაში“ 75 მილიონ დოლარად.
- ხამეს როდრიგესი – „მონაკოდან“ მადრიდის „რეალში“ 2014 წელს 86 მილიონ დოლარად.
GIPHY App Key not set. Please check settings