„არსენალის“ 5 მოთამაშე მოხვდა PFA-ს სეზონის გუნდში.
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის 2023/24 წლების სიმბოლური ნაკრები წარადგინა.
მეკარე: დავიდ რაია (არსენალი);
დაცვა: უილიამ სალიბა, გაბრიელ მაგალიაეში (ორივე არსენალი), ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული), კაილ უოკერი (სიტი);
ნახევარდაცვა: როდრი (სიტი), დეკლან რაისი, მარტინ ოდეგაარდი (ორივე არსენალი);
შეტევა: ერლინგ ჰოლანდი, ფილიპ ფოდენი (ორივესიტი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო კოულ პალმერმა მოიპოვა.
„ჩელსის“ ნახევარმცველი, რომელიც გახდა მეორე საუკეთესო ბომბარდირი და ასევე მეორეა ასისტების მხრივ, ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ დააჯილდოვა.
22 წლის ინგლისელმა აჯობა ბუკაიო საკას (არსენალი), ალეხანდრო გარნაჩოს, კობი მაინას (ორივე მანჩესტერი), მაიკლ ოლიზეს (კრისტალ პალასი, ბაიერნში გადავიდა) და ჟოაო პედროს (ბრაიტონი).
GIPHY App Key not set. Please check settings