in

მამარდას ამბები: ლივერპული ყიდულობს და ვალენსიაში ტოვებს

გამოცემა საკუთარ წყაროზე და Geo Team-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამარდაშვილს “ბორნმუთში” თამაშის” სურვილი არ აქვს, რადგან ვალენსიაში თავს კარგად გრძნობს, გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ და “ლივერპულში” ალისონის წასვლის შემდეგ გადავა.

ერთი სიტყვით, კლუბებმა 40 მილიონ ევროზე პოზიციები შეაჯერეს, რაც სამივე მხარეს აწყობს და მალე კონტრაქტსაც გააფორმებენ. აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი გიორგისთვის მწვრთნელის, რუბენ ბარახას მისდამი დამოკიდებულება გახდა, რომელმაც “ბარსელონასთან” მატჩში ძირითადში დააყენა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, “ლივერპულმა” გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით “ვალენსიას” ახალი წინადადებით მიმართა. თუკი აქამდე “ღამურებს” 35 მილიონი ევროს სთავაზობდნენ, ახლა “წითლები” 40 მილიონს იძლევიან.

სწორედ ეს იყო ქვედა ზღვარი “ვალენსიას” პრეზიდენტ პიტერ ლიმისთვის. საინტერესოა, ახლა რა მიზეზი ექნებათ ლიმს უარის სათქმელად? უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ამასთან იწერება მამარდაშვილის ხელფასთან დაკავშირებითაც – ინგლისური გრანდი საქართველოს ნაკრების მეკარეს წლიურად 4 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო რაც შეეხება კონტრაქტის ხანგრძლივობას, ის 5-წლიანი იქნება.

“რელევოს” ინფორმაციით, ძალაშია “ბორნმუთში” განათხოვრების ვარიანტიც, ოღონდ, ეს პრემიერლიგის წესებისთვის გვერდის ავლით მოხდება – “ალუბლები” 5-მილიონიან იჯარას გააფორმებენ “ვალენსიასთან”, ხოლო ერთი წლის შემდეგ ტრანსფერს “ლივერპული” გამოისყიდის.

Geo Team-ის და ესპანური მედიასაშუალებების, მამარდაშვილმა უარი თქვა “ბორნმუთში” ერთწლიან იჯარაზე. მას სურს, ერთი წელი კვლავ “ვალენსიაში” გაატაროს, ოღონდ, ამ პერიოდში ის უკვე “ლივერპულის” საკუთრება იქნება. მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება. პროგრესი გამოიკვეთა. ინგლისური გრანდის ახალ შეთავაზებაზე, “ღამურებმა” წესით უარი აღარ უნდა თქვან.

„ლივერპული“ „ვალენსიის“ მეკარესთან, გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემამ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერსისაიდელები კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ 23 წლის ფეხბურთელთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„მამარდაშვილის ტრანსფერში „ლივერპული“ დაახლოებით 40 მილიონ ევროს გადაიხდის. გარიგების მიხედვით, ქართველი მეკარე ერთი სეზონით კვლავ „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულს“ კი ოფიციალურად მომავალი ზაფხულიდან შეუერთდება, მას შემდეგ, რაც კლუბს, დიდი ალბათობით, ალისონ ბეკერი დატოვებს, რომელიც მიმდინარე სეზონში კვლავ „წითლების“ ძირითადი მეკარე იქნება.

31 წლის ბრაზილიელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მას წარმატებით ცვლიდა ირლანდიის ნაკრების 25 წლის მეკარე კაოიმინ კელეჰერი. თუმცა კელეჰერს მეორე მაკარის სტატუსი არ აკმაყოფილებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც 2026 წლამდე აკავშირებს. მისი ღირებულება 30 მილიონი ევროა.

მამარდაშვილის მიმართ მანამდე ინტერესს „ნიუკასლი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და მილანის „ინტერი“ იჩენდნენ. ზაფხულის დასაწყისში „ვალენსიამ“ მამარდაშვილის შემცვლელად „რაიო ვალეკანოდან“ ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა.

გასულ სეზონში მამარდაშვილმა ლა ლიგის 37 მატჩში კარი „მშრალად“ 13-ჯერ შეინახა. ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრების ოთხ მატჩში 30 „სეივი“ შეასრულა და „ჯვაროსნების“ მერვედფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა“, – წერს The New York Times.

გამოყენებულია 1tv.ge-ს, lelo.ge-სა და sportall.ge-ს მასალები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ ნაპოლისგან ნებართვა მიიღო და თბილისში გაემგზავრება: რატომ

ჩემპიონთა ლიგამ ჰიმნი განაახლა, აქცენტი ვოკალზეა