გიორგი გულიაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. ბოსნიის ჩემპიონატში ჩვენიანის “სარაევომ“ 3:1 მოუგო გოსკ-ს.
პირველი ტაიმის წამატებულ დროში ქართველი ფეხბურთელი სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოჩნდა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
„სარაევოს“ სამიდან სამი მოგება აქვს, ხოლო გულიაშვილი ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 22 წლის თავდამსხმელმა 3 მატჩში 4-ჯერ გაიტანა. პლუს ერთი გოლი კონფერენსლიგაშიც აქვს გატანილი.
მალე სანაკრებო პაუზაა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრებს წინა ხაზში მაინც და მაინც დიდი არჩევანი არ აქვს, შესაძლოა გულიაშვილის გამოძახება და გუნდთან შეჩვევა და კონკურეციის გაზრდა ურიგო არ იყოს, მით უმეტეს, რომ გიორგის ახალგაზრდული ნაკრები აქვს გამოვლილი.
GIPHY App Key not set. Please check settings