ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში გოლი ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ გერმანიის თასის 1/32-ფინალში რეგიონული ლიგის „შპორტფროინდე ლოტეს“ დამარცხებაში წაეხმარა – 5:0.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთზე შეცვალეს.
ზივზივაძემ საგოლე გადაცემა 21-ე წუთზე შეასრულა, ხოლო თავად 69-ე წუთზე გაიტანა.
შპორტფროინდე – კარლსრუე 0:5
გოლები: 0:1 ჰეროლდი (2), 0:2 ვანიტცეკი (21), 0:3 საბაჰი (49, საკ. კარში), 0:4 ზივზივაძე (69), 0:5 კონტე (82)
23 აგვისტოს, მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურში „კარლსრუე“ „ელვერსბერგს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings