ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს სეზონის პირველ ტურში „ვერონასთან“ 0:3 დამარცხდა, ქართველ თავდამხმელს კი თამაშის ნაადრევად დატოვება მოუხდა.
„ნაპოლის“ თამაში ჩვენში ბუნებრივია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, მაგრამ ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ იქაც გაიზარდა ინტერესი, თუ როგორ გამოიყვანს მდგომარეობიდან ცნობილი სპეციალისტი გუნდს. პირველი ცდა არ გამოვიდა.
კვარაცხელია ცხადია განსაკუთრებით აქტიურობდა მისთვის ხელსაყრელ მეტოქესთან გატანა უკვე მე-10 წუთზე სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ პასი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში მცველი გადაეღობა.
ამის შემდეგ მოულოდნელი რამ მოხდა. ხვიჩა თავბრუსხვევის გამო ვერ ადგა და იძულებული გახდა პირველი ტაიმის მიწურულს მოედანი დაეტოვებინა. მას მეტოქეებმა რამდენჯერმე თავის არეში ჩაარტყეს, ხოლო ბოლო საგოლე მომენტის შემდეგ პაველ დავიდოვიჩმა სახეში ხელი მოარტყა. თუმცა, იტალიური პრესის ცნობით, სერიოზული არაფერია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენინამა ცოტა ითამაშა, თავის გუნდში მაინც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. Flashscore-მა 6.8 დაუწერა.
ვერონა – ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 ლივრამენტო (50), 2:0 მოსკერა (75), 3:0 მოსკერა (90+3)
25 აგვისტოს „ნაპოლი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings