გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და უიღბლოდ გამოუვიდა: ჩვენიანმა პენალტი ვერ გაიტანა. მისი გუნდი კი „რენთან“ სტუმრად დამარცხდა – 0:3.
ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში მიქაუტაძე ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, კარში რამდენჯერმე დაარტყა, შეტევები გაამწვავა, მასთან უხეშობისთვის „რენის“ მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. 72-ე წუთზე კი რეალური შანსი მიეცა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა: „რენის“ მეკარე სტივ მანდანდამ ბურთი მოიგერია.
რენი – ლიონი 3:0
გოლები: 1:0 ბურიჟო (19), 2:0 გუირი (21), 3:0 მეისტერი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: მიქაუტაძე (72)
24 აგვისტოს „ლიონი“ „მონაკოს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings