ავსტრიის ჩემპიონატის მესამე ტურში „შტურმმა“ კლაგენფურტში „აუსტრიას“ 2:0 აჯობა.
ანგარიში 71-ე წუთზე პენალტით ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. ქართველი 86-ე წუთზე შეცვალეს.
ოთარმა ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
კიტეიშვილი საუკეთესო იყო ორივე გუნდში. მისი შეფასებაა 7.6.
აუსტრია – შტურმი 0:2
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (71, პენ), 0:2 ბიერეტი (90+8)
გამოუყენებელი პენალტი: ცვეტკო (63, აუსტრია)
„შტურმი“ 6 ქულით მე-2 ადგილზეა დ 24 აგვისტოს „ალტახს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings