in

მამარდა დათანხმდა: ერთი წელი ბორნმუთში, მერე ლივერპულის კარში

გიორგი მამარდაშვილი დათანხმდა “ლივერპულის” გეგმას, რაც გულისხმობს ერთწლიან იჯარას “ბორნმუთში”, ხოლო შემდეგ პირველი მეკარის სტატუსს სახელიან კლუბში.
კიდევ ერთ ახალ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო წერს.

ახლა კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ ტრანსფერის ღირებულებაზე. შეგახსენებთ, “ლივერპულის” ბოლო წინადადება 35 მილიონი ევრო იყო, თუმცა “ვალენსია” 5 მილიონით მეტს ითხოვს.

„ლივერპულის“ პოტენციური გეგმა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით ნათელია: მამარდაშვილი ერთი სეზონი „ბორნმუთში“ ითამაშებს. „ლივერპულს“ ოფიციალურად 2025 წლიდან შეუერთდება, ანუ მას შემდეგ, როდესაც გუნდს ალისონი დატოვებს. გიორგი უკვე დათანხმდა „ლივერპულის“ გეგმას და პირადი კონტრაქტის პირობებს. ახლა ყველაფერი კლუბებმა უნდა შეათანხმონ“, – წერს გავლენიანი იტალიელი ინსაიდერი.

“ბორნმუთის” მეკარე გამოცდილი ნორბერტო ნეტოა, რომელსაც “ვალენსიაში”, “ფიორენტინაში”, “იუვენტუსსა” და “ბარსელონაში” უთამაშია.
გუნდში ასევე არიან 24 წლის უილიამ დენისი და 25 წლის მარკ ტრავერსი.
“ბორნმუთმა” გასულ სეზონში პრემიერლიგაში მე-12 ადგილი დაიკავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეცი ლიონს მიქაუტაძის გამო უჩივის, ფულს არ უხდის

ხვიჩა პენალტებს უბრუნდება: ვინ შეასრულებს ნაპოლის სტანდარტულებს