ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გურამ კაშიას “სლოვანმა” სტუმრად 0:0 ითამაშა ლაშა დვალის აპოელ-თან და პლეი-ოფში გავიდა, საიდანაც ერთი ნაბიჯი რჩება ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპამდე.
პირველი შეხვედრა ბრატისლავურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული.
ორივე ქართველმა, მასპინძელთა რიგებში ლაშა დვალმა, სტუმართა გუნდში კი გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. კაშიამ მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო.
პლეი-ოფში „სლოვანის“ მეტოქე დანიური “მიდტიულანდია”, რაც გადაულახავ ბარიერად არ ჩანს.
დვალის აპოელ ევროპალიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებს და მასაც ექნება ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის შანსი.
ჩემპიონთა ლიგის თამაშები აზიაშიც არის. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და „შანდონგ ტაიშანს“ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ტაილანდური „ბანგკოკ იუნაიტედის“ დამარცხებაში დაეხმარა. ვაკომ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოსთან მიახლოებულმა მეკარეს მაღალ კუთხეში დაურტყა.
ეს იყო საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი.
მატჩის დამატებითი დროც ფრედ დასრულდა, რომლის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა. ყაზაიშვილმა აქაც გამოიჩინა თავი.
GIPHY App Key not set. Please check settings