საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 215 კილოგრამი აიტაცა, 255 კილოგრამი აკრა და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ლაშა ტალახაძე:
„ტრავმიდან გამომდინარე ბოლო დროს რთული ვარჯიშები გვქონდა. მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს და ექიმებს. მადლობა ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებს. ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ. ასეთი ემოციები არცერთი გამარჯვებს შემდეგ არ მიმიღია და ჩემთვის ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია“.
GIPHY App Key not set. Please check settings