„ლიონი“ საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადებას ასრულებს. მწვრთნელი პიერ საჟი ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევას ცდილობს. კლუბის საიტი წერს, რომ ახალწვეულმა გიორგი მიქაუტაძემ და ალჟირელმა თავდამსხმელმა საიდ ბენრაჰმამ, რომელცი დღეს 29 წლის გახდა, საერთო ენა გამონახეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი ოლიმპიადაზე იყო, დიდი ალბათობით ჩემპიონატის პირველ ტურში „რენის“ წინააღმდეგ მიქაუტაძეც ითამაშებს და ბენრაჰმაც.
„ლიონის“ გვერდმა მიქაუტაძის ინტერვიუც გამოაქვეყნა.
მიქაუტაძე: საკუთარ თავს საზღვრებს არ ვუწესებ
ვარჯიშის განახლებიდან ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, ჟორჟ მიქაუტაძე გუნდთან ერთად დივონ-ლე-ბეენში გაემგზავრა ოთხდღიანი ვარჯიშისთვის.
აღდგენა
“კარგად მიდის. უკვე ვითამაშე რამდენიმე წუთი: შეცვლაზე შევედი „ტორინოს“ წინააღმდეგ და 45 წუთი ვიყავი „იუნიონთან“ შეხვედრაში. ცოტა მეტის გაკეთება შემეძლო. გუნდი თავს კარგად ვგრძნობ“.
ლიონში ყოფნის სიამაყე
“ლიონი“ წევრობა სიამაყეა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მაისურის ჩაცმაზე. ამ ენთუზიაზმმა კიდევ უფრო მოტივაცია მომცა. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ აქ შემიძლია დიდი საქმეების გაკეთება. როდესაც გავიგე, რომ კლუბს ჩემი აყვანა სურდა, ძალიან გამიხარდა და ჩემს აგენტებს ვუთხარი, რომ სწორედ „ლიონი“ მირჩევნია“.
2024 წლის დატვირთული ზაფხული
„ვცდილობდი თითოეული მომენტით მესიამოვნა. ნაკრებთან ერთად გატარებული ევროს დრო დაუვიწყარი იყო. ეს არის ის, რაც ორჯერ არ ხდება. უნდა ისიამოვნო და იყო ბედნიერი”.
ინტეგრაცია
„ეს ბუნებრივად მოხდა. მე ვარ გულღია, ძალიან უბრალო, მომღიმარი. ყველას ველაპარაკები. კარგად მიმიღეს“.
ლაკაზეტზე
„მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას, რადგან ის შესანიშნავი თავდამსხმელია. მისგან შთაგონებას ვიღებ. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს შევავსებთ. მას შეუძლია ბურთი მოითხოვოს და მე ღრმად ჩავალ, ან პირიქით. ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ“.
ინდივიდუალური მიზნები
„მე არ ვუწესებ ჩემს თავს შეზღუდვას, როდესაც საქმე გოლების გატანას ეხება. ყოველთვის მეტი მინდა, ამიტომ არ მინდა მივაღწიო ფიქსირებულ ზღვარს“.
ნომერი
„ეს ბუნებრივად მოხდა. ხელმისაწვდომ ნომრებს გადავხედე. მე უკვე ვფიქრობდი 69-ის აღებაზე. ცოტა დრო იყო დასაფიქრებლად. მოხარული ვარ, რომ ეს ნომერი ავირჩიე”.
თამაში საყვარელი ადამიანების წინაშე
„ეს ცოტა მოქმედებს, მაგრამ ოჯახი და მეგობრები მაინც მოდიან თამაშებზე. ახლა ჩემს ქალაქში ვარ. საკუთარ თავზე ზეწოლას არ ვაკეთებ. ჩვეულებრივად ვითამაშებ“.
ურთიერთობა საიდ ბენრაჰმასთან
“მიხარია, რომ ის აქ არის. ის უფროსი ძმასავითაა. ჩვენ ახლოს ვართ. ბევრს ვესაუბრებით ერთმანეთს და ვცდილობთ ვიმსჯელოთ მატჩებზე ვარჯიშის დროს“.
GIPHY App Key not set. Please check settings