“ნაპოლი” დღეს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს – თასზე სერია B-ს “მოდენას” უმასპინძლებს.
Il Mattino-ს ცნობით, ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე საყვარელ გუნდს 50 000 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს.
ისევ არ ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდთან ერთად ავტობუსით კი არა, არამედ ტაქსით დაბრუნდა ქალაქში. როგორც იტყობინებიან, იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ მიყიდეს, “ნაპოლის” პსჟ-სთან ურთიერთობა გაუფუჭდა და პარიზულ კლუბში ნიგერიელის ტრანსფერი გამორიცხულია. მას მხოლოდ საუდის არაბეთის
“ალ ჰილალი” იწვევს. ამასობაში დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედს არ კარგავს.
“მოდენასთან” ცენტრფორვარდის პოზიციაზე მწვრთნელი ანტონიო კონტე კვლავ ჯაკომო რასპადორის ათამაშებს.
Tutto Napoli-ს მტკიცებით, კონტე შემდეგ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ლობოტკა, ანგისა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.
დაპირისპირება “დიეგო მარადონაზე” საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება.
AreaNapoli რადიო CRC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” უახლოეს მომავალში კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე იტყობინება.
აღნიშნულია, რომ მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე სექტემბერში შეთანხმდნენ, კვარაცხელია თავს მშვიდად გრძნობს, გუნდში ასპარეზობაზე სრულადაა კონცენტრირებული, პსჟ-ის ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო, რამეთუ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი “კვარას” გასხვისებას არასოდეს არ აპირებდა და აგენტის, მამუკა ჯუღელის მოთხოვნებზე დათანხმდება.
იტალიური მედია ადრე წერდა, რომ ნეაპოლური კლუბი ხვიჩას თანამშრომლობის 2029 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს სთავაზობს და თანხა ბონუსების გათვალისწინებით 7 მილიონამდე გაიზრდება. შესათანხმებელია გამოსასყიდი პუნქტის ხელშეკრულებაში შეტანის
საკითხი (ნაპოლის მოთხოვნით 130 მილიონი). ჯუღელი ხვიჩასთვის 8 მილიონ ევროს ითხოვს.
ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, აგენტის მოთხოვნა შესაძლო მცირე კორექტირებით დაკმაყოფილებული იქნება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings