in

კვარაცხელიას არ უვარჯიშია: რა ხდება – განგაში კასტელ დი სანგროდან

ანტონიო კონტეს განგაში ატყდება: ხვიჩა კვარაცხელია გაჩერდა.

ნეაპოლური გამოცემა ქართველი ფეხბურთელის ტრავმაზე წერს.

„ნაპოლი“ წინასასეზონო მზადების მეორე ნაწილს სრულებს. გუნდი კასტელ დი სანგროში მუშაობას განაგრძობს ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით. როგორი იქნება სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი, იტალიის თასზე „მოდენას“ წინააღმდეგ. მწვრთნელმა კარგად იცის, რომ შემადგენლობის მხრივ ჯერ საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი. სატრანსფერო ბაზრის მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება, რათა დეტალები განისაზღვროს, როგორი იქნება მომავლის „ნაპოლი“.

ამასობაში, კონტე აგრძელებს მუშაობას ამჟამად ხელმისაწვდომ ფეხბურთელებთან, მაგრამ კასტელ დი სანგროდან ცუდი ამბავია: ხვიჩა კვარაცხელია ჯგუფთან ერთად კუნთების შესაძლო პრობლემის გამო არ ვარჯიშობდა.

ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე აქვს პრობლემა და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა კლუბის ექიმთან, რაფაელ კანონიკოსთან. ამიტომ ის განზე დარჩა და ვარჯიშს შორიდან უყურა.

კვარა მხოლოდ მარტივ გაჭიმვებს აკეთებდა, ფაქტობრივად არ მონაწილეობდა საერთო ვარჯიშში. რა დისკომფორტი განიცადა ქართველმა ფეხბურთელმა და შეძლებს თუ არა „მოდენასთან“ თამაშს, გასარკვევია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშიამ დვალს აჯობა, გოჩოლეიშვილმა დებიუტი ითამაშა, კიტემ პსჟ-ს ულამაზესი გაუტანა – ლეგიონერები

ფოტო: მბაპეს პირველი ვარჯიში რეალში – სხვებიც დაბრუნდნენ