in

არ გავჩერდები სანამ იქ ვარ მივალ, რისთვისაც ვიბრძვი: შოთა მიშველიძემ სიმბოლურად იასპარეზა

ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას შეუდგა საქართველოს ძალოსანთა ნაკრები. ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ასევე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი შოთა მიშველიძე (61 კგ).

სამწუხაროდ, მიშველიძეს მისთვის მეორე ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე დღით ადრე, მხარზე ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, რამაც მას მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა წაართვა. ასე რომ, პარიზულ ფიცარნაგზე მის გამოსვლას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

მიუხედავად ტრავმისა, შოთა მიშველიძემ ატაცისა (121 კგ) და აკვრის (135 კგ) ჯამში 256 კილოგრამი დაძლია და 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

შოთა მიშველიძე:
„ტრავმამ არ მომცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა, მაგრამ ეს არ არის დასასრული, არ გავჩერდები სანამ იქ ვარ მივალ, რისთვისაც ვიბრძვი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ლივერპული უნდა

ვინც უფრო მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება: დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია ჯგუფურ ეტაპზე გასვლ