საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლითაა დაინტერესებული – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cope Valencia ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლითაა დაინტერესებული. „ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის მიმართ ინტერესს ევროპული გრანდები ავლენენ, მაგრამ თავად მამარდაშვილს დიდი სურვილი აქვს, რომ „ლივერპულში“ ითამაშოს.
„ვალენსია“ ტრანსფერის სანაცვლოდ 35-დან 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ მამარდაშვილს ალისონ ბეკერის შემცვლელად განიხილავს, ხოლო ბრაზილიელი მეკარის გუნდიდან წასვლამდე გიორგის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში იჯარით გაუშვებენ.
აღსანიშნავია, რომ ალისონს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება, რის შემდეგაც ბრაზილიელი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში გეგმავს“, – ამტკიცებს Cope Valencia.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings