in

გობაძე ძლივს გავიდა, ზოიძემ უშანსოდ წააგო

ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ასპარეზობს. 87 კგ-ში მერვედფინალური ბრძოლა დასძლია ლაშა გობაძემ, რომელმაც ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა. მართალია ანგარიში საყაიმო იყო 1:1, მაგრამ ბოლო ქულა ჩვენიანმა აიღო და წესების თანახმად მომდევნო ეტაპზე გავიდა.

30 წლის ქართველის მეტოქე მეოთხედფინალში ძალიან ძლიერი ბულგარელი სემენ ნოვიკოვი იქნება.

ლაშა გახლავთ მსოფლიო ჩემპიონი და ამავე რანგის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატების თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი.

სამწუხაროდ, რამაზ ზოიძემ (67 კგ) პირველივე ბრძოლაში უშანსოდ წააგო ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან (1:12). ახლა ჩვენიანი თავისი დამმარცხებლის გამოსვლას ელოდება, რომ გაიგოს რეპეშაჟში გადავა თუ მისთვის ოლიმპიადა უკვე დასრულდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Barça Kitchen – ბარსელონამ საკვების მიტანის პროექტი დაიწყო: რა არის მენიუში

მამარდას ლივერპული უნდა