რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობის ჯერიც დადგა. 6 აგვისტოს ქართველ ფალავანთაგან მხოლოდ რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) იყო წარმოდგენილი.
მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი მერვედფინალიდან ჩაერთო ასპარეზში, მაგრამ სამწუხაროდ, 1-9 დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ აბუბაკარ ხასლახანაუსთან და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი სამ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი. კობლიაშვილის გარდა ასევე იჭიდავებენ რამაზ ზოიძე (67კგ.) და ლაშა გობაძე (87კგ.)
GIPHY App Key not set. Please check settings