in

ნაპოლიმ წააგო, ხვიჩამ ბოლომდე ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ითამაშა და ესპანურ „ჟირონასთან“ 0:2 დამარცხდა.

გუნდი ქართველი ლიდერი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბოლომდე ითამაშა.
კვარაცხელია ტრადიციულად ფლანგსა და ცენტრში მოქმედებდა. ხვიჩამ პარტნიორებსაც შეუქმნა შანსები.

აღსანიშნავია, რომ „ჟირონაში“ ბოლო 5 წუთი ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ანტალ იაკობაშვილმა. ქართულ-ებრაული ოჯახის წევრი, უნგრეთში დაბადებული 20 წლის ფეხბურთელი ჩვენი ნაკრების ინტერესთა სფეროშია.

„ნაპოლის“ მომდევნო მატჩი უკვე ოფიციალურია: 10 აგვისტოს იტალიის თასზე „მოდენასთან“.
18 აგვისტოს კი სერია A-ს პირველი ტურია, სტუმრად „ვერონასთან“.

კასტელ დი სანგრო.
ნაპოლი – ჟირონა 0:2
გოლები: 0:1 ვან დე ბეკი (23), 0:2 დავიდ ლოპეს ვილა (83)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი (ძერბინი 56), ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა (რაფა მარინი 76), პოლიტანო (ნგონჟი 89), კვარაცხელია, რასპადორი (სიმეონე 76)

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუმ პირველ ტურში სამი გოლი გაიტანა და კარლსრუეს წაგებული მოაგებინა

მიქაუტაძე პირველად ძირითადში, ჩაკვე ყველაზე გამორჩეული – ლეგიონერები