in

ბუდუმ პირველ ტურში სამი გოლი გაიტანა და კარლსრუეს წაგებული მოაგებინა

ბუდუ ზივზივაძემ ახალი სეზონი წარმოუდგენელზე უკეთ დაიწყო: მისი „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში შინ 0:2-ს აგებდა „ნიურბერგთან“, რის შემდეგაც ქართველმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.

ზივზივაძემ პირველი გოლი 45+2-ე წუთზე გაიტანა. ბუდუ დაახლოებით 11-მეტრიანის ნიშნულთან აღმოჩნდა და მოხდენილად ჩასვა ბურთი კარში.

მეორე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა. მეკარის საჯარიმოსთან ახლოს ბურთი მოტრიალებით ისე მიიღო, რომ მცველი მოიშორა და მერე მშვიდად აჯობა მეკარესაც.

გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე გავიდა. ბურთი აქაც კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო, მაგრამ მცველის ფეხიდან ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად გაუშვა.

სამწუხაროდ, ზივზივაძემ ტრავმა მიიღო და 84-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა დაზიანება სერიოზული არ ჩანს, რადგან თავად დატოვა მოედანი… აპლოდისმენტების თანხლებით!

ჩვენიანის შეფასება ცხადია საუკეთესოა – 8.8.

ბუდუმ გერმანიაში პირველად შეასრულა ჰეთთრიქი.

კარლსრუე – ნიურნბერგი 3:2
გოლები: 0:1 ოკუნუკი (20), 0:2 პიკი (31), 1:2 ზივზივაძე (45+2), 2:2 ზივზივაძე (73), 3:2 ზივზივაძე (79)

მე-2 ტურში, 10 აგვისტოს „კარლსრუე“ დიუსელდორფში „ფორტუნას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუნდური ძიუდო იტალიასთან წავაგეთ: ოლიმპიადა დასრულდა

ნაპოლიმ წააგო, ხვიჩამ ბოლომდე ითამაშა