ესპანეთში გადასულმა გიორგი წიტაიშვილმა ახალ გუნდში პირველად ითამაშა. ქართველის „გრანადა“ ამხანაგურ შეხვედრაში, ანდალუზიურ დერბიში „სევილიას“ დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.
მატჩი „სევილიის“ ბაზაზე გაიმართა და ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. სევილიელებმა სოუსასა (22-ე წუთი) და საულის (51) გოლებით მოიგეს.
ქართველი ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა, გიორგი 63-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
აღსანიშნავია, რომ „გრანადამ“ საგოლე მომენტები სწორედ ამის შემდეგ შექმნა.
„გრანადა“ ჩემპიონატის სტარტამდე კიდევ ერთ სპარინგს ითამაშებს, 8 აგვისტოს საუდის არაბეთის „ალ-ვეჰდასთან“. ლა ლიგა 2-ის სეზონი კი 15 აგვისტოს „ალბასეტესთან“ საშინაო მატჩით ეწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings