“ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, Mega-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
გიორგის თქმით, მას “ღამურების” რიგებში დარჩენა სურს, თუმცა ყველაფერი მასზე დამოკიდებული არ არის.
“მსურს თუ არა “ვალენსიაში” დარჩენა? კი. დავრჩები თუ არა? ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის, არ ვიცი”, – განაცხადა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, მამარდაშვილს “ვალენსიასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება. “ღამურები” ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვს.
“ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ Las Provincias-თან ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა.
კალეროს თქმით, ძალიან ბედნიერი იქნება, თუ ქოჩორაშვილი “ლევანტეში” დარჩება, თუმცა კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოუწევს.
“გიორგი ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი იყო, რა თქმა უნდა, ევროპირველობაზე მისი თამაშით ამაყები ვიყავით. ფინანსური საკითხები ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, თუ დარჩება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოუწევს, რადგან ფინანსები გვჭირდება. ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის ყოლაზეც უარს არცერთი მწვრთნელი არ იტყოდა. როცა დაბრუნდა, ვესაუბრე. ძველებურად მშიერია და
წარმოუდგენლად ენერგიულია”, – განაცხადა კალერომ.
Mundo Levante-ს ჟურნალისტის, ერიკ მარტინ გასულას ინფორმაციით, ლა ლიგის ერთ-ერთ გუნდი, რომელიც “ლევანტეს” ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით ინტერესდება, “ესპანიოლია”.
კატალონიური კლუბი, რომელიც “ბარსელონას” საძულველი მეტოქეა, ჩვენებურის გარშემო შექმნილ სიტუაციას სწავლობს და შესაძლოა, მალე ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთოს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings