ქართველი ფეხბურთელების კლუბები და შესაბამისად ჩვენი ფეხბურთელებიც მოსამზადებელ მატჩებს განაგრძობენ.
ვიდეო: OK Zuriko – დავითაშვილმა დუბლი და საგოლე პასი გააკეთა – როცა მას ბურთი აქვს…
ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ ფრანგულ „სტრასბურთან“ ამხანაგური შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 4:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, როდესაც ანგარიში 3:0 გახადა.
შეგახსენებთ, ბუდუმ თავი „ჰოფენჰაიმთან“ პირველივე ტესტმატჩშიც (4:1) გამოიჩინა. მან დუბლი და საგოლე პასი შეასრულა.
დონეცკის „შახტარმა“ ხორვატიაში ზაგრების „დინამოსთან“ ზედიზედ მეორედ ითამაშა ამხანაგური – 2:2.
ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი იყო, მეორე ტაიმში კი მოედანზე ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძეც გამოჩნდა. გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია (დანიაში გადადის, „კოპენჰაგენში“).
რუსეთში კი ჩემპიონატი დაიწყო. მოსკოვის “დინამომ“ “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კანდიდატი ლუკა გაგნიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მე-12 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა: მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ცაციათი ბურთი შორეულ ცხრიანში ჩაჭედა. გაგნიძემ 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასებად კი 7.9 დაუწერეს.
დაჩი ლორთქიფანიძემ „კრემონეზეს“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რომელმაც საბა საზონოვის „ტორინო “ 2:1 დაამარცხა.
გუნდებმა ოთხი 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს. საბა საზონოვმა მესამე და მეოთხე ტაიმი ითამაშა, „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილი ჯერ არ ჩანს.
სამაგიეროდ ითამაშა 19 წლის დაჩი ლორთქიფანიძემ, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. ის „კრემონეზეს“ 19-წლამდელების გუნდის კაპიტანია და მეორე წელია მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ლორთქიფანიძე ძირითად გუნდში პირველად ათამაშეს, მოედანზე ბოლო ტაიმში შევიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings