in

ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ: იბერიამ მოიგო, მაგრამ ტირანაში რთული თამაში ელოდება

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე ალბანური „პარტიზანი“ 2:0 დაამარცხა.

„იბერია“ ჯობდა მეტოქეს, ტექნიკაში სხვაობა შესამჩნევი იყო.
მასპინძლებმა თავიდანვე სახიფათოდ შეუტიეს და მომენტები შექმნეს. უკვე მე-5 წუთზე ტაბატაძეზე მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. შემდეგ ორჯერ სტუმრათა მეკარემ იყოჩაღა. თუმცა 31-ე წუთზე 11-მეტრიანით ნონიკაშვილმა მაინც გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმი ჩვენთვის ხეირიანად დაიწყო, რაპაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „პარტიზანი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ამით ვისარგებლეთ და სილამ მალე მეორე გოლი გაიტანა.
ცოტა ხანში მას ისევ უნდა გაეტანა, მეკარესთან პირისპირ როცა გავიდა. მოკლედ, ანგარიში აღარ შეცვლილა და თბილისელები ჰანდიკაპით მიდიან, მაგრამ მშვიდად მაინც ვერ იქნებიან.

განმეორებითი მატჩი 1 აგვისტოს გაიმართება.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

იბერია (თბილისი) – პარტიზანი (ტირანა)2:0
25 ივლისი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 1000 მაყურებელი
გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (31-პენ), 2:0 სილა (57. ჯინჯოლავას პასით)

იბერია: მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა, ნონიკაშვილი (90+7. დადიანი), გ. მამაგეიშვილი (90+7. ჯავი), ტაბატაძე (85. ს. გეგუჩაძე), კოხრეიძე (79. მამაცაშვილი), სილა (85. სიხარულიძე)

გაფრთხილება: რაპაი (7), ბინცუკა (19), გ. მამაგეიშვილი (27), კოხრეიძე (34), გეიე (36), ბიტიქი (44), ცარა (47), ნონიკაშვილი (69)
გაძევება: რაპაი (48. მეორე გაფრთხილება)

ლევან კორღალიძე („იბერიის“ მთავარი მწვრთნელი):

„დღეს საქართველოს წარმოვადგენდით. უეფას რეიტინგში კოეფიციენტებისთვის მომდევნო ეტაპზე გასვლა ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია.
ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ვერ ვიტყოდი, რომ კომფორტული სხვაობით მოვიგეთ, რადგან „პარტიზანი“ კარგი გუნდია.
ტირანაში ყველანაირი პროვოკაციისთვის უნდა მოვემზადოთ. თამაშს გავაანალიზებთ და ალბანელების სუსტ მხარეებს უკეთ დავინახავთ, რომლის გამოყენებასაც შევეცდებით.
ყველაზე მეტად მაინც ფიზიკურ მომზადებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მიმაჩნია, რომ მეტიც შეგვეძლო, მით უმეტეს, მეტოქე კაცნაკლული“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არაფერი დამთავრებულა, შევხვდებით ქუთაისში: ტორპედომ პირველი წააგო

დღეს ოლიმპიადა იწყება: ყველაზე უჩვეულო გახსნა ისტორიაში