ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ის შემდეგ ცოტა დაისვენა და „ნაპოლის“ შეუერთდა. ქართვეელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, როგორც ნაკრებებიდან დაბრუნებულმა სხვა ფეხბურთელებმა (ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, ალესანდრო ბონჯორნო, სტანისლავ ლობოტკა, მაიკლ ფოლორუნშო).
კვარამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: “ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები”.
ჯერ კიდევ გასარკვევია ჩვენიანის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი, კიდევ არის ჩანიშნული ამ საკითხზე შეხვედრა ხელმძღვანელობასთან. თუმცა დიდი ალბათობით ხვიჩა ეს სეზონი ნეაპოლში დარჩება.
„ნაპოლი“ კი კასტელ-დი-სანგროში მეორე შეკრებას დაიწყებს, სამ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს, 10 აგვისტოს თასზე “მოდენას” უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად “ვერონას” შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings