ჟულიუს ფრენსისი, დღეს, შეიძლება ბევრის მთქმელი სახელი არ იყოს. არადა ბრიტანელი მოკრივე 2000 იანების სტარტზე ევროპის ჩემპიონი გახდა. კარიერაში კი ტაისონს, კლიჩკოს და კიდევ არაერთ ცნობილ მოკრივეს დაპირისპირებია.
ფრენსისი 1964 წლის 8 დეკემბერს დაიბადა და დიდი მოუხელთებელი ვინმე იყო. 1992 წლამდე ძირითადად სულ გისოსებს მიღმა იყო და სასოწარკვეთის ნაცვლად, ციხის კედლები ფიზიკური მონაცემების განსამტკიცებლად გამოიყენა. გათავისუფლების შემდეგ მალევე პროფესიონალის სტატუსი მოიპოვა და აქედან იწყება მისი გზა.
მისი კარიერის ვრცელ ანალიზს ნამდვილად არ ვაპირებთ, უბრალოდ ფაქტია, რომ ამ ადამიანს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. არაერთგზის დაუცდა ფეხი, იყო შემთხვევა, რომ უდისციპლინობისა და ქუჩური გარჩევების გამო კლუბიდან გარიცხეს, მაგრამ არ შეეპუა ბოლომდე იბრძოლა და კარიერის დაისში მყოფმა მაიკ ტაისონთან იბრძოლა, რის ხარჯზეც 300 000 გირვანქა მიიღო. იყო კლიჩკოსთან ბრძოლაც და ასევე კიდევ ორ სხვა მსოფლიო ჩემპიონთან, მაგრამ სად არის ის ახლა?
თვითერზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია ლამის ორ მეტრიანი ფრენსისისა და უემბლიზე მყოფი ერთ-ერთი გულშემატკივრის წაკამათება. ისიც როგორი გულადია, სულ რომ არ იცოდე ვინ არის ფრენსისი, 2 მეტრიანი კაცი კუნთის მასის ნაერთია. ნუ, ეს კინკლაობა გულშემატკივრისათვის კარგად არ დასრულებულა, ფრენსისმა ის ოლიმპიური სიმბოლოს დარად მოიქნია, მაგრამ ჟულიუსი ტიპური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება გაფლანგო ტალანტი.
ერთ დროს ევროპის ჩემპიონი და კარიერაში 50-მდე ბრძოლის ჩამტარებელი ფრენსისი, უემბლიზე შეზარხოშებული ქომაგის დაშოშმინებით ირჩენს თავს.
GIPHY App Key not set. Please check settings