გიორგი აბურჯანია ერთწლიანი პაუზის შემდეგ პორტუგალიაში დაბრუნდა და ახალი სეზონიდან ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის (ლიგა პორტუგალ) ბინადარ AFS-ის ღირსებას დაიცავს.
ეს არის ქალაქ ავეშის (ოღონდ, “დეპორტივო ავეშში” არ აგერიოთ) კლუბი, რომელიც… ერთი წლის წინ დაარსდა და რანგით უმაღლეს ლიგაში მოხვდა იმის გამო, რომ არის “ვილაფრანკენშეს” ადგილმონაცვლე.
“ბედნიერი ვარ, რომ პორტუგალიაში დავბრუნდი, კლუბმა საინტერესო პროექტი შემომთავაზა. ამ ლიგას ძალიან კარგად ვიცნობ და ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი. კლუბს განვითარება სურს და მზად ვარ, ამ საქმეში დავეხმარო”, – თქვა აბურჯანიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
29 წლის ნახევარმცველი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 39 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული, ბოლოს თურქული სუპერლიგის კლუბ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი იყო, მანამდე კი პორტუგალიის მთავარ ლიგაში “ჟილ ვისენტეს” (63 მატჩი, 2 გოლი, 4 საგოლე პასი) ღირსებას იცავდა.
გიორგი გველესიანი “პერსეპოლისის” ღირსებას მინიმუმ მომავალ სეზონშიც დაიცავს. ირანის ჩემპიონმა ეს ინფორმაცია “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
საქართველოს ნაკრების 33 წლის ცენტრალურმა მცველმა კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “პერსეპოლისს” ჩემპიონობა სწორედ გველესიანის თავურმა მოუტანა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings