in

ქართველებს ფასი მოემატათ: მამარდა მსოფლიოში პირველი მეკარეა

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანულმა ინტერნეტსააგენტო “ტრანსფერმარკტმა” მონაცემები განაახლა და გერმანიის სტადიონებზე წარმატებით მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს ფასი მოუმატა, ხოლო ცვენი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სულაც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული გახდა პორტუგალიელ დიეგო კოსთასთან ერთად.

მამარდას ფასი 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა (ბოლოს 35 მლნ იყო).

ასევე გაიზარდა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისა და „ოქროს ბუცის“ მფლობელის, გიორგი მიქაუტაძის შეფასება, 15 მილიონის ნაცვლად, მის გრაფაში ახლა 20 მილიონი წერია.

გაიზარდა გიორგი ქოჩორაშვილის (1-დან 2.5 მილიონამდე), ლაშა დვალისა (900 ათასიდან 1.5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებაც.

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული:

ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“: 80 მილიონი ევრო
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“: 45 მილიონი ევრო
გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“: 20 მილიონი ევრო
ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“: 5 მილიონი ევრო
ირაკლი აზაროვი, „შახტარი“: 3.5 მილიონი ევრო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია: ჟორჟი ბავშვობას 2028 წლამდე დაუბრუნდა

საქართველომ დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონეა: ბორჯღალოსნებმა ავსტრალიასთან მაგრად ითამაშეს