in

მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია: ჟორჟი ბავშვობას 2028 წლამდე დაუბრუნდა

გიორგი მიქაუტაძე “ლიონის” ფეხბურთელია. მცირე გაუგებრობა და ჭორი ყოფილა ის, რომ თითქოს არც „ლიონი“ გამოდიოდა. კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ტრანსფერი და საიტზე ინფორმაციაც გაავრცელა.

ჩვენმა ფორვარდმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ლიონი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე თავისი ბვშვობის კლუბში დაბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც „ლიონთან“ 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“, – წერს „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდი.

“ის აქ არის და ის იდეალურია”, – დაწერა “ლიონმა” სოცქსელებში.

“მეცი” ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე შეიძლება დამატებით მაქსიმუმ 4.5 მილიონიც ერგოს, პლუს დაახლოებით 1 მილიონი ევრო მიქაუტაძის შემდგომი ტრანსფერიდან და 15%-ს სხვა შემოსავლებიდან.

შეგახსენებთ, “ლიონის” მიქაუტაძის ბავშვობის გუნდია და მის აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.

ეს არის სარეკორდო ქართული ტრანსფერი. 2001 წელს კახა კალაძე კიევის “დინამოდან” “მილანში” 16 მილიონად გადავიდა.
თუმცა თუ მამარდაშვილი „ვალენსიადან“ წავიდა, ალბათ ეს რეკორდი ამ ზაფხულსვე მოიხსნება, შემდეგ კი უკვე ხვიჩას რეკორდის ჯერიც დადგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიზრდებით… ტორპედომ ტირანაში მოიგო და გავიდა

ქართველებს ფასი მოემატათ: მამარდა მსოფლიოში პირველი მეკარეა