in

მიქაუტაძეს შესაძლოა ლიონიც ჩაეშალოს, ვესტ ჰემი ისევ საქმეშია

But! Football Club იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძის “ლიონში” ტრანსფერი შეიძლება მისი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაიშალოს, ვინაიდან მას თავისი კლიენტის “მონაკოში” გადაყვანა სურს.

გამოცემა წერს, რომ ქართველს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რის შემდეგაც კონტრაქტის გაფორმება იყო დაგეგმილი, მაგრამ – RL Sports-ის ფრანგი ჟურნალისტის, ანჟელო სალემის ცნობით, ეს არ მოხდა. მისი თქმით, „ლიონმა“ და „მეცმა“ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ პრობლემის მოგვარების შანსი მაინც არსებობს.

ჟურნალისტი მოჰმედ ტუბაშ-ტერი წერს, რომ “ლიონი” ახლავე მზადაა “მეცს” 18 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ტრანსფერს აგენტი აფერხებს. “მონაკო” თანახმაა თანხა ტრანშებად დაფაროს.

„ვესტ ჰემს“ ისევ გაუჩნდა იმედი, რომ ევრო 2024-ის ერთ-ერთ თანაბომბარდირს, გიორგი მიქაუტაძეს შეიძენს, რადგან ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი „ლიონშიც“ ჩაშლის პირასაა – ინფორმაციას hammers.news-ი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ ლონდონელებმა „მეცს“ ტრანსფერში 20 მილიონ ფუნტზე მეტი შესთავაზეს. 23 წლის შემტევის შეძენა ლონდონელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის გუნდის სათამაშო სქემას კარგად მოერგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოლიც, პასიც… საბა ლობჟანიძე ისევ გამორჩეულია

რეალი მსოფლიოს ყველაზე ძვირი ბრენდია