in

დინამომ მოიგო, მაგრამ შანსები გაანიავა და გავარდა

ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩში ბულგარეთის ჩემპიონი „ლუდოგორეცი“ 1:0 კი დაამარცხა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში არ ეყო და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. „დინამომ“ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

რაზგრადიში წაგებული თამაშის (1:3) გამო ბათუმელებმა თავიდანვე ჟინით შეუტიეს და თან როგორ: ანგარიში მე-3 წუთზე ძლიერი დარტყმით ლადო მამუჩაშვილმა გახსნა. მან მალევე მეორეც გაიტანა, მაგრამ ხორვატი მსაჯი შეცდა, ჯარიმა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

პირველ ტაიმში „დინამოს“ კიდევ ორი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ღუდუშაურმა და ესპანელმა ბლესამ შანსი ვერ გამოიყენეს. ბულგარელებმა თანდათან თამაში გამოასწორეს და ხელსაყრელი მომენტები თავადაც შექმნეს.

მეორე ტაიმში “ლუდოგორეცმა” მასპინძლებს თამაში ჩაუკეტა და თავად დაეუფლა უპირატესობას, თუმცა ბათუმელებს სამჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ისევ ვერ გამოიყენეს და ამიტომაც გამოეთიშნენ ბრძოლას.

88-ე წუთზე მამუჩაშვილის გადაცემით საჯარიმოში გომისი შეიჭრა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა, მერე ღუდუშაური ამატებდა და მცველმა დაბლოკა. კიდევ ერთი რეალური შანსი ჰქონდა გომისს, რომელიც კარის წინ თითქმის მარტო იყო, მაგრამ ბურთი დაწოლილ მეკარეს მოარტყა.

„დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 25 ივლისს მონტენეგროს ჩემპიონ „დეჩიჩს“ შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
დინამო (ბათუმი) – ლუდოგორეცი (რაზგრადი) 1:0
(პირველი მატჩი 1:3)
17 ივლისი. ბათუმი. “აჭარაბეთ არენა”. 15 000 მაყურებელი
გოლი: 1:0 მამუჩაშვილი (3)

დინამო: რიკარდო სილვა, ჩიტეიშვილი (46. მალი), კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონ სილვა, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი (63. მარა), ღუდუშაური (90. ფაჩულია), გომისი, ბლესა (72. ტამბედუ)

გაფრთხილება: ნარესი (45+4), ტეკპეტი (48), რიკი (66), ვიტრი (68), პიოტროვსკი (83)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო – ცრემლებში, მბაპე – სისხლში, საქართველო – პლეი-ოფში: ევრო 2024-ის ფოტოები, რომლებსაც დავიმახსოვრებთ

ბათუმში ჩხუბი იყო: ბულგარელები ამბობენ, ფეხბურთელები სასწაულად გადარჩნენო – უეფა დაგვსჯის