ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც არასოდეს დაავიწყდება ქართველ კაცს: საქართველომ სადებიუტო ჩემპიონატზე ყველა აალაპარაკა და მილიონობით ნეიტრალური ქომაგის სიმპატია და სიყვარული დაიმსახურა.
ევრო 2024 უკვე ისტორიაა. გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ფოტოთი.
პირველი გოლი
ნიდერლანდები – პოლონეთი: ხავი სიმონსის ტანჯვა
საფრანგეთი – ავსტრია: მბაპეს შეჯახება, გატეხილი ცხვირი და სისხლით დაწყებული ევრო
პორტუგალია – ჩეხეთი. ლაიპციგის ჩამუქებული ნაცრისფერი ცა
ალბანეთი – ხორვატია. ალბანელების კაშკაშა და გულიანი სიხარული
გერმანია – უნგრეთი. ნოიერი თავად გაიხლართა ბადეში, მაგრამ მთავარია ბურთი არ შეუშვა
შვეიცარია – შოტლანდია. შვეიცარიელი გულშემატკივრები თავად იყვნენ შოუ
სლოვენია – სერბეთი. დამწუხრებული სლოვენიელები სერბების მიერ გადმოყრილ ნაგავში
ინგლისი – დანია. კაილ უოკერის შეხვედრა ბურთთან
ფოტოგრაფები ჰარი კეინს უღებენ
ესპანეთი – იტალია. საქართველოში ძალიან გაპოპულარულებული კუკურელია
პორტუგალია – თურქეთი. ბიჭი მამასაც გაექცა და დაცვასაც და ოცნება აისრულა
უნგრეთი – შოტლანდია. დაცვამ ერთი გულშემატკივარი მაინც დაიჭირა
იტალია – ხორვატია. ლორენცო პელეგრინის ყირამალა გამოხატავს როგორ აყირავდა ზოგადად იტალიის ნაკრებიც
ინგლისი – სლოვენია. უთაო მხედარი – ბელინგემის პოზა ინგლისის უფერული თამაშის სიმბოლოცაა
საქართველო – პორტუგალია. რონალდომ და სილვამ ლოჩოშვილი გაწელეს, მაგრამ მაინც არ უშველა, ქართველებმა მოუგეს
გამარჯვების დეტალები. გურამ კაშიას ზურგი
იტალია – შვეიცარია. დონარუმა ფანებს ემშვიდობება, რომლებიც ეკრანზე გახარებულ შვეიცარიელებს უყურებენ
გერმანია – დანია. თუ კარგად დავაკვირდებით, რქებით მისახვედრია, რომ ესენი დანიელი ქომაგები არიან
ამ ელვამ და ჭექა-ქუხილმა თამაში 25 წუთით ჩაშალა
ინგლისი – სლოვაკეთი. ყველაზე გიჟური გოლი – ბელინგემი ბოლო წუთზე იხსნის ინგლისს
პიკფორდმა ბურთი ხელში ჩაიგდო და 1/4 ფინალში გასვლით გიჟურად გაიხარა
საფრანგეთი – ბელგია. მბაპე ამ ნიღაბში საკუთარ თავს არ ჰგავდა
ბურთი ბადეშია. გრიზმანი მორიგ ავტოგოლს ზეიმობს
თვალებში ეტყობა, რომ დე ბრუინი დაიღალა და სახლში უნდა, დასვენება
პორტუგალია – სლოვენია. რონალდო მორიგი ჯარიმის წინ ცაში გაჰყვიროდა
გაფუჭებული პენალტის შემდეგ კი ბავშვით ატირდა
რუმინეთი – ნიდერლანდები. რუმინელი ფანები ცეცხლს ანთებენ
გერმანია – ესპანეთი. ტონი კროოსი კარიერის ბოლო მატჩს პედრის დამტვრევით იწყებს
მერინო შპაგატში ჰაერში ჯდება და გამარჯვების გოლი გააქვს
პორტუგალია – საფრანგეთი. ვიტინია დაკარგულ ყვითელ ბარათს აძლევს მაიკლ ოლივერს
ტეო ერნანდესის და მაიკ მენიანის სიხარული, ისევ ვერ გაიტანეს, მაგრამ ისევ მოიგეს
ნიდერლანდები – თურქეთი. კოდი გაკპო და მერტ გიუნოკი უცნაურ პოზებში, ბურთი კი კარში შეგორდა
ესპანეთი – საფრანგეთი. განცვიფრება და აღტაცება: 16 წლის იამალმა ფრანგებს ულამაზესი გოლი შეუგდო
ინგლისი – ესპანეთი. ესპანელების ახალგაზრდული ფრთები – კაშკაშა დუეტი
წლის სეივი. ოლმოს ბოლო წამს ხაზიდან გამოაქვს ბურთი და ესპანეთს ფინალს მოაგებინებს
გერმანიის ნაკრების ფორმებიანი ხალხი ორი მატჩი უსტვენდა კუკურელიას, მაგრამ გერმანიის მაგივრად ჩემპიონი ესპანეთი გახდა
მწვრთნელის ჰაერში გასროლა – ლამაზი ტრადიცია. ლუის დე ლა ფუენტე ყველაზე მაღლაა.
GIPHY App Key not set. Please check settings