in

ძალიან ამაყი ვარ: ამ შესანიშნავი გუნდის გარეშე არაფერი იქნებოდა – ჟორჟი ოქროს ბუცზე

გიორგი მიქაუტაძე, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა (3 გოლი) და სხვებთან ერთად „ოქროს ბუცი“ მოიპოვა, თავის ამ დიდ წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ძალიან ამაყი ვარ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მოხვედრით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ შესანიშნავ გუნდს (საქართველოს ნაკრებს), თქვენ გარეშე შესაძლებელი არაფერი იქნებოდა“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსნებეთ, მიქაუტაძემ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გაიტანა – თურქეთთან (საქართველოს პირველი ისტორიული გოლი ევროზე), ჩეხეთსა და პორტუგალიასთან კი პენალტები შეაგდო.

ბოლო, საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე არა “მონაკოში”, არამედ “ლიონში” გადადის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთს ახალი ფავორიტი ჰყავს

ევრო 2024: საინტერესო ციფრები და ფაქტები…