გიორგი მიქაუტაძე „მონაკოში“ გადასული რომ გვეგონა, ბოლო წუთს ტრანსფერი ჩაიშალა. გიორგი უახლოვდება თავის ბავშვობის გუნდს – „ლიონს“.
“ეკიპის” ინფორმაციით, “მონაკოს” უარი მიქაუტაძემ შეუთვალა.
არადა, “მონაკოსა” და “მეცს” შორის 20 მილიონ ევროიანი შეთანხმება მიღწეული იყო.
“ლიონს” ქართველი ფეხბურთელისთვის 5-წლიანი კონტრაქტი აქვს გამზადებული და ამ გუნდში ჩვენიანის მისვლა გადაწყვეტილია. “მეცი” ტრანსფერში 18 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს.
გიორგი სამედიცინო შემოწმების გასავლელად დღეს ჩავა, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს.
გიორგი გუნდს ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე, 28 ივლისს შეუერთდება.
ლიონელებს 33 წლის გამოცდილი ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი ჰყავთ, რომელსაც კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება.
გასულ სეზონში “ლიონმა” მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა, მისი მთავარი მწვრთნელია 45 წლის პიერ საჟი.
“ლიონის” გულშემატკივრები მიქაუტაძის მშობლიურ გუნდში დაბრუნებას სოციალურ ქსელებში განიხილავენ და მიესალმებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings