in

ხვიჩა ივლისის ბოლომდე უნდა მოგვარდეს: კვარას კაპიტნობასაც უპირებენ

“ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დიმაროში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის ამოცანებზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

“გასული სეზონის დამთრგუნველი სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტა. ეს ყველა ასპექტში იმედის გამაცრუებელია, მაგრამ მე ამას დავასრულებ. ყველა გავაფრთხილე, რომ წარუმატებლობა არ
დაივიწყონ. ეს უფრო გამოცდილებს გაგვხდის. სკუდეტო ყველამ ერთად მოიგო და ყველამ ერთად დაკარგა. საჭიროა ჩემპიონთა ლიგაზე სააღლუმო გზით დაბრუნება. ესაა მიზანი.

კვარაცხელია და დი ლორენცო – პრეზიდენტი მათ დატოვებას დამპირდა და სიტყვა შეასრულა. ეს კლუბის დამსახურებაა, რომელიც სწორი მიმართულებით მოძრაობს. ეს ორი კარგი ბიჭია.

შევეცდებით ფეხბურთელების მახასიათებლების გაუმჯობესებას და ისეთი ხარისხის მოთამაშეებს გამოვიყენებთ, როგორებიც “კვარა” და პოლიტანიო არიან“.

რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემა იტყობინება, რომ “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა დაბლოკა, მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს და ტრანსფერს ვეტო დაადო, რამეთუ კლუბი მისდამი ღრმა პატივისცემას გამოხატავს, არსად არ გაუშვებს და მინიმუმ ერთი სეზონით დაიტოვებს.

ახლა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველთან საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ივლისის ბოლომდე გეგმავს. სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ცნობით, შეხვედრა ფეხბურთელის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შედგება, მიზანი კონსესუსის მიღწევაა – “კვარას” ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას (აგრეთვე ოფციას 2030 წლამდე) და სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: დე ლაურენტისი აგენტთან და ხვიჩას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან ერთად განიხილავს, არის თუ არა საჭირო კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის თაობაზე პუნქტის შეტანა.

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პაოლო ესპოზიტომ განაცხადა, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს:

“კვარას” საქმე სრულიად განსხვავებულია. მასზე აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე. იდეა ასეთი იყო: კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა და როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, გუნდის კაპიტანი გაეხადა. შესაძლოა, შემდეგ სეზონში. ფაქტიურად, დონ აურელიო არა სავარაუდო გაყიდვაზე, არამედ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე და ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდაზე (ბონუსების გარეშე) ლაპარაკობდა, სადაც არ იქნებოდა გამოსყიდვის პუნქტი (ეს ფეხბურთელისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელისათვის შეთავაზებული რეალური თანხაა). ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ჩემპიონთან ხელშეკრულების გაწყვეტის არავითარი პირობები არ იქნებოდა გათვალისწინებული და ეს კლუბის გზავნილია მთელი საფეხბურთო სამყაროსადმი, რადგან ხვიჩას უახლოეს წლებში შეუძლია მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდეს”.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნაპოლის” დიპლომატიამ შედეგი გამოიღო, იდენტობის დაკარგვის გარეშე უკმაყოფილოები შემოირიგეს, რისი დადასტურება ჯუღელის უკვე განსხვავებული გამონათქვამია, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ქართველი დარჩება, კონტემ მისი სიმპათია მოიპოვა და 25 ივლისს შეკრებაზე გამოცხადდება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინა ამერიკის მფლობელია: მესის 45-ე ტიტული და სირცხვილი ასეთი ფინალისთვის

საქართველო უკრაინას ერთა ლიგაზე პოლონეთში ეთამაშება