in

ხვიჩა თითქმის გადაწყდა, დი ლორენცოც რჩება – კონტეს თავისი გააქვს

როგორც ჩანს, “ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მაინც თავისი გაიტანა. მან “პარტენოპეიში” დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდის აშენებას ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აპირებდა და მათ არაფრის დიდებით შეელეოდა.

როგორც გუნდის კაპიტანმა, ასევე ქართველმა იტალიური კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ ეს ამბავი არ გამოუვიდათ.

გუშინ დი ლორენცომ “ნაპოლის” ოფიციალური გვერდის მეშვეობით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კლუბში რჩება.

მან დაადასტურა, რომ გასული სეზონით ძალიან უკამყოფილო იყო და წასვლა მართლაც სურდა, თუმცა კონტესთან და დე ლაურენტისთან შეხვედრის
შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

ჯოვანიმ აღნიშნა, რომ არაფერს დაიშურებს, რათა “პარტენოპეის” ფანების სახეზე კვლავ ის ბედნიერება ნახოს, რაც 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონობამ მოუტანა, რაც მას დიეგო მარადონას შემდეგ მოპოვებულ პირველ სკუდეტოზე უდიდეს სიამაყეს გვრის.

პარარელურად, დღეს დილიდან იტალიური პრესა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია. გუშინ ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თუ გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურდა, ხვიჩა დარჩებოდა, რაც იმის მანიშნებლად შეგვიძლია მივიღოთ, რომ ქართველი მომავალ სეზონში კვლავ “მარადონაზე” იბურთავებს.

დე ლაურენტისს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ ზაფხულს “კვარას” არცერთ შემთხვევაში არ დათმობს. ჩვენებურს ნეაპოლში ახალი სეზონის მზადებისთვის ივლისის ბოლოს ელოდებიან.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე და მონაკო გადაწყვეტილია: ქართველში ამდენი არასდროს გადაუხდიათ

საუთგეიტს ყველაზე კარგი ხელფასი აქვს, დე ლა ფუენტე ფულით მეცამეტეა