ფრანგულ მედიასაშუალელებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ გიორგი მიქაუტაძე “მონაკოში” გადავა. ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდით “რომაც” იყო დაინტერესებული, უკვე იტალიელებიც წერენ, რომ ეს გარიგება არ შედგება.
უბრალოდ, “მონაკოს” გაეწელა მოლაპარაკებები “მეცთან”, თორემ უშუალოდ მიქაუტაძესთან ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. ეგ იყო, რომ გარიგება დააჩქარა ასპარეზზე “რომას” გამოჩენამ.
საბოლოოდ, “მონაკო” და “მეცი” 25 მილიონ ევროზე მორიგდნენ. დავიცადოთ ოფიციალურ ინფორმაციამდე, მაგრამ თუ ასეა, მიქაუტაძის ტრანსფერი იქნება ყველაზე ძვირად ღირებული მათ შორის, რაც კი ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით განხორციელებულა.
ჯერჯერობით, რეკორდი ეკუთვნის კახა კალაძეს, რომელიც 2001 წლის იანვარში კიევის “დინამოდან” “მილანში” 16 მილიონ ევროდ გადავიდა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings