in

მეტიც შეიძლებოდა: ტორპედომ ფრე იკმარა

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 1:1.

მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და სამი ნაღდი მომენტიც შექმნეს. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა: გიგი მჭედლიშვილის გადაცემა ალბანელთა მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ქუთაისელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მერე ალბანელებმა თამაში გაათანაბრეს, მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს და „ტორპედო“ ერთი-ორჯერ გადარჩა კიდეც.

თუმცა, 87-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა: გოლი კონტრშეტევაზე გაგვიტანეს.

განმეორებითი თამაში 18 ივლისს ტირანაში გაიმართება.

კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

ტორპედო (ქუთაისი) – ტირანა (ალბანეთი)1:1
11 ივლისი. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 11 000 მაყურებელი

გოლები: 1:0 მიჩი (20-საკ. კარში), 1:1 ჰაჯიუ (87. პრენგაის პასით)

ტორპედო: კლიაიჩი, მჭედლიშვილი (64. ჟორჟინიო), მონტეირო, ნადარაია, შერგელაშვილი, ელიტონ ჟუნიორი, გიგაური, პირესი, ნინკოვიჩი (64. მანჯგალაძე), აურო (81. ბიძინაშვილი), იონსენი
მწვრთნელი: სტივ კინი

გაფრთხილება: აურო (33), პერგიონი (42), მონტეირო (90)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოსიმენი წაიყვანეთ, ხვიჩას შეეშვით: პსჟ ნაპოლის დუეტში 200 მილიონს აძლევს – კვარა არა!

დებიუტანტმა ქართულ გიგანტს მოუგო: მოხდეს ის, რაც მოსახდენია