in

ოსიმენი წაიყვანეთ, ხვიჩას შეეშვით: პსჟ ნაპოლის დუეტში 200 მილიონს აძლევს – კვარა არა!

„პარი სენ-ჟერმენი” „ნაპოლის“ არ ეშვება და იტალიურ კლუბს შეუთვალა 200 მილიონს მოგცემ და შენი სუპერ დუეტი – კვარაცხელია-ოსიმენი დამითმეო.

თუმცა როგორც ირკვევა, “ნაპოლი” მზად არის მხოლოდ ერთი მათგანი დათმოს და ეს გახლავთ ოსიმენი, რომლის წასვლაზეც უკვე კარგა ხანია ისედაც ლაპარაკობენ. კვარაცხელიას დარჩენა ახალი მწვრთნელის ანტონიო კონტეს კატეგორიული მოთხოვნაა.
აურელიო დე ლაურენტისმა პარიზელებს უარი შეუთვალა ხვიჩას სანაცვლოდ 110 მილიონ ევროზე.

რაც შეეხება ოსიმენს, მას „ნაპოლი“ 130 მილიონად აფასებს, თუმცა რამდენად გადაიხდიან ნიგერიელში ასეთ თანხას, ამას დრო აჩვენებს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ბაიერნში შესაძლოა მაინც გადავიდეს

მეტიც შეიძლებოდა: ტორპედომ ფრე იკმარა