ევროპის ჩემპიონატის პარალელურად უკვე დაიწყო ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპები. ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ბათუმის „დინამო“ სტუმრად „ლუდოგორეცთან“ 1:3 დამარცხდა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და სტუმრების ნერვიულობის ფონზე მალევე გაიტანეს ორი გოლი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ორჯერ გადაარჩინა ახალწვეულმა მეკარე რიკარდო სილვამ.
მეორე ტაიმში ბათუმელებიც გააქტიურდნენ და კარგი გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ახლო მანძილიდან მამუჩაშვილმა ანგარიში შეამცირა. თუმცა, სამწუხაროდ მინიმალური სხვაობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ “ლუდოგორეცის” შემადგენლობაშია შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი კვადვო დუა, რომელმაც ევრო 2024-ზე ითამაშა და უნგრეთს გაუტანა კიდეც. თუმცა ახლა დასვენების საშუალება მისცეს და არ უთამაშია.
საპასუხო მატჩი 17 ივლისს „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ლუდოგორეცი (რაზგრადი, ბულგარეთი) – დინამო (ბათუმი) 3:1
10 ივლისი. რაზგრადი. “ჰუვეფარმა არენა”. 5 000 მაყურებელი
გოლები: 1:0 ტეკპეტი (13. რიკის პასით), 2:0 რიკი (24. სეკოს პასით), 2:1 მამუჩაშვილი (62. გომისის პასით), 3:1 ვიტრი (72)
დინამო: რიკარდო სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონ სილვა, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი (76. ტამბედუ), ღუდუშაური, გომისი (90. ინჯგია), ბლესა (72. მარა)
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
გაფრთხილება: ალეფ სანტოსი (32), ხარაბაძე (45+1), ღუდუშაური (85)
ანდრეი დემჩენკო:
„მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველი “ლუდოგორეცის” უპირატესობით წარიმართა. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობას ამ დონის გამოცდილება არ აქვს, ნერვიულობდნენ.
მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები გამოვედით, გავიტანეთ გოლი, მომენტებიც გვქონდა.
მესამე გოლმა ცოტა გაგვტეხა. ეს გოლი შეცდომის გამო მივიღეთ. ვფიქრობ “ლუდოგორეცმა” ამ გოლით დამატებითი ენერგია მიიღო, ჩვენ კი თავდაჯერება დავკარგეთ.
შეცდომებს გავაანალიზებთ, განმეორებით შეხვედრაში უფრო თამამები ვიქნებით, ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings