in

გვინდა, რომ დარჩეს: სანიოლის პოზიციაც ვიცით – პრეზიდენტი მწვრთნელს მალე დეტალურად დაელაპარაკება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას „სპორტი იმედზე“ ესტუმრა და სხვადასხვა თემებზე საუბრისას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი და მუშაობას აგრძელებს. სამომავლო გეგმებზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია დარჩეს. მისი პოზიციაც ვიცით. საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს და ჩვენთან ერთად აქვს გეგმები. ამ საკითხებს უახლოეს მომავალში დეტალურად განვიხილავთ. თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის ახალი ვერსიები: ნაპოლი, ვესტ ჰემი, ნიუკასლი, დორტმუნდი, ფრანგები

რატომ შეიძლება ვალენსიადან ვერ წავიდეს: რაზე უნდა დაფიქრდეს მამარდაშვილი