2018 წელს კიევური ტრიუმფიდან 4 წელი გავიდა. ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამჯერ გაჩემპიონდა და ახალი მილენიუმის უდიდესო მოვლენაც შემოგვთავაზა. ზიზუ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, ამას დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება, მაგრამ ფრანგი იმ იშვიათ ადამიანთა სიაშია, მწვრთნელადაც რომ ძალზე წარმატებული აღმოჩნდა.
მოკლედ, საკმაო უქმობის შემდეგ აქტიურად იწერება, რომ ზიზუ პსჟ-ს მესაჭე გახდება. „მუნდო დეპორტივომ“ ისიც კი დაწერა, რომ პარასკევს ზიდანი დოჰაში პარიზული კლუბის მფლობელს, ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანის შეხვდა და 3-წლიანი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა. „CBS სპორტს”-ის ჟურნალისტი ბენ იაკობსონი კი გვაუწყებს, რომ მხარეთა შორის სამ კვირიანი ხიდიღაა დარჩენილი.
„პრესაში ატეხილი აურზაური სიმართლეს არ შეესაბამება. არც მე და არც ზიდანი პსჟ-ს მფლობელობას არ დავკავშირებივართ. მე ერთადერთი ვარ, ვისაც ზიზუს შესახებ ლაპარაკის უფლება აქვს“ – აცხადებს ზიდანის აგენტი ალან მიგლიაჩიო, თან გამტარად ფაბრიციო რომანოს იყენებს.
მაშ ასე, არ ვიცით ზიზუ პარიზში ტიტულების მოსაგებად ჩავა თუ კრუასანის დასაგემოვმნებლად, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ სად გაჩენილა? არაერთი გამოცემა წერს, რომ კონტრაქტი ივნისის ბოლოს გაოფიციალურდება. ამ ყველაფერს კი პოჩეტინო გაფაციცებით ადევნებს თვალს. არგენტინელის დათხოვნის ალბათობა, საკმაოდ დიდია.
GIPHY App Key not set. Please check settings