ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ში გადასულ”სენტ ეტიენში” გააგრძელებს.
ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია: “სენტ ეტიენი” “ბორდოს” დავითაშვილის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდის.
ქართველი ფეხბურთელი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 4-წლიან კონტრაქტს (+1 ოფცია) გააფორმებს.
ზურიკო “ბორდოში” 2022 წლის ზაფხულში მივიდა, 71 მატჩი ითამაშა და 14 გოლი და 12 საგოლე პასი მოაგროვა.
ბოლო სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლი და 8 საგოლე პასია.
გეხსომებათ, “სენტ ეტიენი” ლიგა 1-ში ახლახან აღზევდა, პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის “მეცი” დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings