in

კვარა დრიბლინგებში რჩება, მიქაუტაძე ბომბარდირებში

ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა, დარჩა მხოლოდ სამი მატჩი. უეფა განაგრძობს ამ დრომდე არსებულ სტატისტიკის თვლას და საინტერესოა, რომ გიორგი მიქაუტაძე რჩება ბომბარდირთა დავაში თანალიდერად. სამ გოლზე მეტის გატანა აქამდე ვერავინ მოახერხა. კოდი გაკპოს გოლი ავტოგოლად გადაკეთდა (სამართლიანად) და ამიტომ ნიდერლანდელი ვერ დაწინაურდა.

ხვიჩა კვარაცხელია კი დრიბლინგების რაოდენობით კვლავ საუკეთესოთა შორისაა.

ხვიჩა სამეულში იყო, მაგრამ მეოთხედფინალებმა ვითარება შეცვალა. კვარაცხელიას რამდენიმე მოთამაშე დაეწია და 26 წარმატებული დრიბლინგით ის ახლა მე4-6 პოზიციებს იყოფს.

ჯერემი დოკუ (ბელგია) – 34
ჯამალ მუსიალა (გერმანია) – 32
უსმან დემბელე (საფრანგეთი) – 27
ლამინ იამალი (ესპანეთი) – 26
კილიან მბაპე (საფრანგეთი) – 26
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 26
ნუნო მენდეში (პორტუგალია) – 25
რაფაელ ლეო (პორტუგალია) – 25
ნიკო უილიამსი (ესპანეთი) – 23
დენ ნდოიე (შვეიცარია) – 23

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორათი პრემიერლიგის გუნდი დაინტერესდა

ფავორიტები ესპანეთი და საფრანგეთი არიან: რა გამოთვალა სუპერკომპიუტერმა