in

კვარა ნაპოლისთან კონტრაქტს გააგრძელებს და ყველაზე დიდ ხელფასს მიიღებს

ხვიჩა კვარაცხელიას თანდათან უკვე საკლუბო ამბებზე გადართვა უწევს. ჩვენიანს ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე ჩააკითხეს იმდენად დაფეთებულები არიან ნეაპოლში, რომ არ გაექცეთ ქართველი ვარსკვლავი. მართალია ბევრჯერ ითქვა, რომ კვარა ერთი სეზონი იტალიაში დარჩება, მაგრამ „ნაპოლის“ თავკაცებს ჯერ ისევ უწევთ მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა. მით უმეტეს, რომ ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს სწორედ კვარა მიაჩნია საკვანძო ფიგურად და მის გარშემო აპირებს გუნდის აწყობას.

ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს ინფორმაციას, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი “ნაპოლის” სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას მილანში შეხვდა.

პრესა წერს, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს კიდევ 2 წლით, 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, ხელფასად 5.5 მილიონ ევროს დაუნიშნავენ, გამოსასყიდი თანხა კი 130 მილიონი გახდება, რაც ხვიჩას აგენტის მოთხოვნაა.

დიდი ალბათობით ოსიმენი გუნდს დატოვებს და კვარაცხელია გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი უფეხბურთელი გახდება.

მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ახლო მომავალში გახანგრძლივდება.

გასულ სეზონში ქართველმა ჩემპიონატის 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილი თურქებს მოეწონათ და მალე წაყვანას იმედოვნებენ

ფიჯის ვერ ვაჯობეთ