ევრო 2024-ის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იმატებს, რაც გასაკვირი სულაც არ არის.
პირველ მატჩში თურქეთთან ძირითადში იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც სწორედ თურქების ინტერესი გამოიწვია.
სამეზობლოში წერენ, რომ „კონიასპორი“ გაძლიერებას აპირებს და სერიოზულად დაინტერესდა 23 წლის ქართველი ფეხბურთელით. ამ გუნდს ჩვენიანის გადაბირება რაც შეიძლება სწრაფად სურს.
წიტაიშვილი ბათუმის „დინამოში“ კი თამაშობს, მაგრამ კონტრაქტით ჯერ კიდევ კიევის „დინამოს“ ეკუთვნის.
„კონიასპორი“ გასულ სეზონში მე-16 ადგილზე გავიდა და გავარდნას გადაურჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings